სწრაფი მშენებლობა

მზა სახლები მზადდება ქარხანაში, რაც იძლევა ასევე ფუნდამენტის ჩაყრის სამუშაოების შესაძლებლობას. სათანადო სამუშაოების შედეგად შეიძლება განახევრდეს პროექტის მიმდინარეობის ვადა იმ ვადასთან შედარებით, რომელიც ჩვეულებრივ სჭირდება ტრადიციულ სამშენებლო სამუშაოებს.

მოქნილი კონსტრუქცია

მზა სახლების დემონტაჟი მარტივია, რაც იძლევა სახლის გადატანისა და ხელმეორედ მოდელირების საშუალებას. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ საკუთარი სახლი გაცილებით ნაკლებ დროში და ნაკლები ძალისხმევით, ვიდრე ახალი სახლის აშენების შემთხვევაში

ადვილი წვდომა

მზა სახლები იდეალური გადაწყვეტილებაა მაშინ, თუკი თქვენი პროექტი განკუთვნილია რთულად მისადგომი ადგილისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ფართოდ გადაჭიმული გალაქები ან ისეთი ადგილები, სადაც მშენებლობის დროს, შესაძლებელია რყევები. მზა სახლები გთავაზობთ ადგილ წვდომას შორეულ ტერიტორიებზე

მდგრადი მეთოდები

წინასწარ დამზადების პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ნედლეულსა და ენერგიაზე მოთხოვნას. სამშენებლო მასალაზე ნაკლები მოთხოვნა და მოდულების გადამუშავების შესაძლებლობა ნიშნავს ნაკლებ ხარჯს. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტრუქციების უმეტესობა მზადდება მოშორებულად, ეს ასევე ამცირებეს გარემოზე ზემოქმედებას. ეფექტური დაგეგმარებით, თქვენ, ასევე, შეამცირებთ მშენებლობისათვის აუცილებელი ტრანსპორტირებისა და აღჭურვილობის მოცულობას და რაოდენობას. მზა სახლების მშენებლობა, ასევე, უსაფრთხო სამუშაო გარემოს ქმნის მუშებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ შენობების უმეტესობა იწყობა ქარხანაში, ეს, ასევე, ამცირებს უბედური შემთხვევების რისკს, გარემოზე საზიანო ზემოქმედებას და სხვა მსგავს პრობლემებს. მასალა უსაფრთხოდ ინახება და მაშასადამე, არ არის ვანდალიზმის ან მასალის მოპარვის საფრთხე

პროექტის ნაკლები ღირებულება

მზა სახლის დამზადების ქარხნული პროცესი უკეთესად კონტროლირდება, ვიდრე გარე მშენებლობის ადგილი. გაუმჯობესებული კონტროლი გვაძლევს მასალის უკეთესად დაგეგმარების შესაძლებლობას, რაც ამცირებს ზედმეტი მასალის გამოყენების აუცილებლობას. შესაბამისად, ეს ამცირებს დასაწყობების ხარჯებს და მასალის დაკარგვის ან დაზიანების რისკს, რადგან ის დრო, რომელსაც თქვენ ზოგავთ სახლის შენებაზე ამინდის ცვალებადობის გარეშე და ერთდროულად შიდა და გარე სამუშაოების ჩატარების შედეგად, ეს, ასევე, ამცირებს სამუშაო საათებსა და მუშახელის ხარჯებს, ასევე, ამცირებს იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია თქვენი პროექტის ძნელად მისადგომ ადგილას განხორციელებისაგან, მაგალითად ფართოდ გადაჭიმულ ქალაქებში ან რყევების რისკის ადგილებში

ხარისხის უკეთესი კონტროლი

მზა სახლების მაღალი ხარისხით დამზადება გაცილებით ადვილია, რადგან მოდულები იწყობა კლიმატ-კონტროლირებად ობიექტებში ზუსტი აღჭურვილობითა და მეთოდებით. სახლები მზადდება მასალისა და სამშენებლო პროცედურების ზუსტი სპეციფიკაციის მქონე გეგმების საფუძველზე, ისე რომ, მზა სტრუქტურა უფრო შესაბამისი იქნება თქვენს დიზაინთან. ტრადიციულ შენობებთან შედარებით, მზა სტრუქტურები უფრო მეტ ცვეთას უძლებს მოდულების ტრანსპორტირებისას და მათი შენობის ფუნდამენტში ჩამონტაჟებისას. ამის გათვალისწინებით, ყოველი მოდული უფრო მტკიცე იქნება იმისათვის, რომ საბოლოო სტრუქტურამ დააკმაყოფილოს სამშენებლო რეგულაციები და სტანდარტები. მტკიცე მოდულებით, მზა სახლები იმავე ან უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ადგილზე აშენებული შენობები

ათქასის მზა სტრუქტურები

ათქასის მზა სამშენებლო ტექნოლოგიები არის თურქული წამყვანი კომპანია, რომელიც დაარსდა 1972 წელს და მას შემდეგ საქმიანობას აწარმოებს 90 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ათქასმა დაამტკიცა, რომ არის კარგად ორგანიზებული კომპანია, რომელსაც ძალუძს განახორციელოს სხვადასხვა ხარისხის პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად

დაათვალიერეთ სამუშაოები

ჩვენი სამუშაო პროცესი

1

იპოვეთ შესაბამისი ნაკვეთი

შესაბამისი მიწის ნაკვეთის პოვნა პირველი ნაბიჯია ახალი სახლის აშენებისათვის. ჩვენ დავიწყებთ თქვენი პროექტის შემუშავებასა ურბანული და რურალური ლოკაციის, განზომილებების, ხედების, მზის შუქის, სამეზობლო გარემოს, თქვენი ცხოვრების სტილისა და თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით

2

შეხვდით პროექტის მენეჯერს

ჩვენი დიზაინის პროექტის მენეჯერი უპასუხებს თქვენს ყველა კითხვას. თქვენ შეძლებთ მასთან შეათანხმოთ თქვენი დიზაინის ძირითადი ელემენტები და ჩამოაყალიბოთ მოთხოვნების სია. თქვენი მთლიანი ბიუჯეტი განხილული იქნება სექციების მიხედვით – მომზადება, სამშენებლო მასალა, სახლის დასრულება და ა.შ. ჩვენ მოგაწვდით ყველა სახის ინფორმაციას იმისათვის, რომ შეძლოთ განიხილოთ შემდეგი ნაბიჯები ადვილად

3

ადგილის მომზადება და წარმოება

თქვენი სახლის ასაშენებელი ადგილის მომზადებისას და ფუნდამენტის ჩასხმისას ხდება ყველა მზა სტრუქტურის კომპონენტების წარმოება. უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც, ასევე, გამოიყენება საჰაერო და კოსმოსურ სფეროში და საავტომობილო ინდუსტრიაში, თითოეული კომპონენტი მზადდება ზუსტი ლაზერული კვეთით. ატკასის მზა სტრუქტურის მიერ ადგილის მომზადება და წარმოება ხდება თქვენი პროექტის შესრულების აჩქარების პარალელურად

4

დროა, სახლში შეხვიდეთ

ჩვენ მიერ წარმოების დაწყებიდან სულ რაღაც სამ კვირაში, თქვენ შეძლებთ ახალ სახლში შესვლას

გაქვთ კითხვები?
47გამოცდილების მრავალი წელი
82პროფესიონალური პერსონალი
5768გასაოცარი კლიენტები
8326დასრულებული პროექტები